მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაურმა პრემიერთან ერთად დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

შს მინისტრი, პრემიერი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.