მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინის შემოტანისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება დაიწყო

პარლამენტის წევრი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

კანონში ცვლილებების განხორციელება დაკავშირებულია მოსახლეობის რაც შეიძლება დროულ და ხარისხიან ვაქცინაციასთან.

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინის შემოტანა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელ მოსახლეობაზე გავავრცელოთ. ამისათვის კი გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა საჭიროა საკანონმდებლო ბაზაც იყოს მზად.

სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს აღებული ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ზიანი, რა თქმა უნდა, არ არის მედპერსონალის, კლინიკის, ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა თებერვალში მიიღოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლადო კახაძე: მზად ვარ ურწმუნოთა დასანახად, პირველი ვაქცინა საჯაროდ გავიკეთო

👉 „იანვრის ბოლომდე მზად ვიქნებით, ვაქცინის პირველი პარტია მივიღოთ“ - თამარ გაბუნია

👉 „უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ტიკარაძე