მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშაძე: კრიზისის განმუხტვის გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია

სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე

„კრიზისიდან განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფასილიტატორ ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

ვაშაძის თქმით, ოპოზიციას უკვე გაჟღერებული აქვს თავისი შეთავაზება და პოზიციები უვლელია.

„ორივე ელჩს ვხვდები. კონკრეტულ დროს მთხოვეს მოსვლა. უფრო მეტი დრო, რომ იყოს ინდივიდუალურად ყველასთან სასაუბროდ კარგი იქნება. ჩვენ ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ კრიზისიდან განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. მე მგონია, რომ ამ პირობებით, რაშიც ჩვენ ახლა ვართ თავზეხელაღებით პირდაპირ პარლამენტში შესვლას ვერავინ გადაწყვეტს. შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში პროცესის ნორმალიზება მოხდეს“, - აცხადებს ვაშაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს.

არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ჯაფარიძე: ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ კრიზისი დავძლიოთ