მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშაძე:„ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატს თუ დამიყენებს, მას დავამარცხებ

ახალი საქართველოს ლიდერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხდებს, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატს დაუყენებს, მას დაამარცხებს.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს პირობას და შეთანხმებას. იგივე მოლოდინი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ შეთანხმებას, თუ არა. თუ ისინი დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ეს ძალიან ცუდი იქნება. მაგრამ ისანში თუ დამიყენებენ მაჟორიტარობის კანდიდატს, მე დავამარცხებ მათ მიერ დაყენებულ კანდიდატს და შემდეგ „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდა. პარტიამ გიორგი ვაშაძეს ისანში შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატი დაუყენოს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქში ერთიანი კანდიდატები წარადგინა:

ვაკე - ელენე ხოშტარია, მთაწმინდა - შალვა შავგულიძე, ისანი - გიორგი ვაშაძე, სამგორი - ლევან ხაბეიშვილი, ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, გლდანი - ნიკა მელია, საბურთალო - ირაკლი ოქრუაშვილი. დიდუბე-ჩუღურეთში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი, მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.