მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: პარლამენტში ხელაღებით შესვლა შეთანხმების გარეშე არ განიხილება

სტრატეგია აღმაშენებელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ამ შეხვედრის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ელჩები მათ შეთანხმებისკენ მოუწოდებენ.

„ელჩები მოგვიწოდებენ შეთანხმებისა და კომპრომისისკენ. მე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი იმას, რომ გადაწყვეტის მექანიზმი „ქართული ოცნების“ ხელშია.

რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება. პარლამენტში ხელაღებით შესვლა შეთანხმების გარეშე არ განიხილება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ სისტემამ თავისი „დრო მოჭამა“ და დაძველდა.

„სისტემამ თავისი დრო მოჭამა. მე ელჩებს ყველაფერი ავუხსენი და მათგან აბსოლუტური თანხმობა მივიღე, კარგად ესმით ამ პოზიციის. თუ შეთანხმება იქნება, მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ პროცედურულ საკითხში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ინაშვილი: მე ვარ ხელისუფლება და გეტყვით როგორ მოვიქცეოდი

„კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა“ - ბურჯანაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ