მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშაძე: უკან დახევას არ ვაპირებთ

ახალი საქართველოს ლიდერი

"არცერთ შემთხვევაში უკან დახევას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ის ერთგული რჩება 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის, რომელსაც ხელი მოაწერა.

"შეთანხმებას, რომელსაც მე პირადად ხელი მოვაწერე, ვაპირებ, რომ ამ შეთანხმების ყველა კომპონენტის ერთგული ვიყო და ამიტომ აუცილებლად უნდა შესრულდეს. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს. რაც არ უნდა იჭიდაოს "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ასე მოხდება", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა იწყება. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.