მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვასილ ჩიგოგიძე: მოსახლეობას ვპირდები, მექნება ღია კომუნიკაცია

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს.

ამჯერად „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ჩვენს მოსახლეობას ვპირდები, რომ მექნება ღია კომუნიკაცია და დავიცავ მათ ინტერესებს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გულთბილი შეხვედრისთვის, მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.