მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვასილ მაღლაფერიძე: გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე - Pia.ge

„ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს.

„ანგარიში ძმებშიც მოსულა და ქართველები და აზერბაიჯანელები გავაგრძელებთ გარეჯზე მოლაპარაკებებს, მაგრამ ქართველების ერთი ნაწილი პირდაპირ ეთერში თავგამოდებით რომ ამტკიცებს, გარეჯი ჩვენი არ არის და აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ამ საშინელ ვირუსს რა ეშველება?! საკუთარი ტერიტორიის დაცვის ინსტიქტი მწერს და ნადირ-ფრინველს აქვს და ადამიანს გონება და სული ასე როგორ უნდა აგემღვრეს, რომ საკუთარ სამშობლოზე იძახდე, მეზობლისააო. ძალიან, მძიმე ვირუსია, ძალიან!

P.S. რაც დღეს პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, ამაზე მეტი ან რა საშინელება უნდა თქვან და ან რა ჩვენება უნდა მისცენ ამ კომისიის წევრებმა?! მაგათ ხელში კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“ - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

👉 28 იანვარს ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.