მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვდარდობთ და ვღელავთ საქართველოს მომავალზე, ეს არ არის ცალკეული ევროპარლამეტარების აზრი“ - ვიოლა ფონ კრამონი

ევფროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

„ჩვენ ვდარდობთ და ვღელავთ საქართველოს მომავალზე, ეს არ არის ცალკეული ევროპარლამეტარების აზრი“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა. 

ევროპარლამენტარის თქმით, ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში, რათა მოხდეს იმის ჩვენება, რომ ევროპისთვის საქართველო აბსოლუტური პრიორიტეტია.

„ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, მრავალი წელია ძალიან სამწუხარო დებატებს ვაკვირდებით და განსაკუთრებით 5 თვის განმავლობაში, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ იმაზე, როგორ მივიდეთ კომპრომისამდე, პრობლემის გადაწყვეტამდე და ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელზე, რომელიც არის ევროპული კავშირის საბჭოს პრეზიდენტი.

ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში იმისთვის რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველო ევროპისთვის, ევროკავშირისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი. ამის შემდეგ უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვაგზავნეთ საქართველოში, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ბატონი კრისტიან დანიელსონი, რათა მას გაეწია მედიაცია დაპირისპირებულ მხარეებს შორის იმისთვის, რომ ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე“, - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ამასთან, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ისინი თანაპასუხისმგებელი არიან თავიანთ პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე.

„ახლა ვხედავთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა საათობრივად, მათ შორის ღამის საათებში დახარჯული დროისა, სიტუაცია წინ არ წასულა. ხელი არ მოეწერა არაფერს და ჩვენ ვთქვით „კარგი, კმარა“. ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვდარდობთ და ვღელავთ საქართველოს მომავალზე, ეს არ არის ცალკეული ევროპარლამეტარების აზრი.

არ არის მართალი, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა და თითქოს კერძო აზრია, ცალკეული ევროპარლამენტარებისა. არა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ მაკროფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე. აქ საუბარია საქართველოს მომავალზე. საქართველო აბსოლუტური ლიდერი იყო, სამაგალითო ქვეყანა იყო წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ აპრილს ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს არ დაეთანხმნენ. ევროპარლამენტარებმა აღნიშნული განცხადება კრისტიან დანიელსონის ანგარიშის მოსმენის შემდეგ გაავრცელეს.

ამავე თემაზე:

✔️ ოპოზიციამ წერილი საკუთარ ინტერესებს მოარგო - დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე

✔️ „ხელისუფლება პოლიტპატიმრებს თუ გაათავისუფლებს, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის“ - ბოკუჩავა

✔️ „ვინც ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, იმას ეზიზღება ეს ქვეყანა“ - ალეკო ელისაშვილი