მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ“ - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი 2020

„ველოდებით, რომ დროზე დაუბრუნდნენ იმ განწყობას, რომელიც პრეზიდენტ მიშელის თბილისში ყოფნისას ჰქონდათ, რომ ყველაფრის განხილვისთვის მზად არიან“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ მმართველი გუნდის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტპატიმრების საკითხია, რომლის შესრულებამდე შეთანხმება მიღწეულიც რომ იყოს, არ იმოქმედებს.

„გაფორმება იმისა, რომ რაღაცაზე შევთანხმდით, მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა უკვე ფიზიკურად თავისუფალი იქნება ეს ხალხი. უნდა ითქვას, რომ რაღაცაზე შევთანხმდით, ოღონდ იქვე დაზუსტდეს, რომ ეს შეთანხმება ძალაში შედის მაშინ, როცა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ქვეყნის შიგნით გაზრდილი საპროტესტო მუხტი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად შედგება მოლაპარაკების მე-5 რაუნდი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, ხელისუფლებასთან შეთანხმება მარტის ბოლომდე შედგება

„რა ნამუსით უნდა ითამაშოს ოპოზიციამ, როცა ნიკა მელია ციხეში ზის“ - იაგო ხვიჩია

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ 2-3 დღეში ოპოზიციის წარმომადგენლები კომპრომისულ ნაბიჯებს გადმოდგამენ“ - მამუკა მდინარაძე