პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს ჟურნალისტზე. კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ვახო ოჯახის წევრებთან და მცირე წლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
„მივიჩნევ, რომ მსგავსი ფაქტები უბრალოდ არა უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას.
ნებისმიერი დანაშაული უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე.
სამართალდამცავებს კი ვუხდი მადლობას, რომ ეჭვმიტანილები მყისიერად დააკავეს. თავდასხმის მიზეზს კი იმედია გამოძიება დაადგენს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ინფორმაციისთვის, „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 „ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას“
👉 „მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“
👉 „ვახო სანაიაზე თავდასხმა უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია“
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.
გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.
კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.