მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიქტორ სანიკიძე: როდესაც ადამიანი გირაოს თანხას არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი?

პარტია „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის მონაწილე

ქართული ოცნების დეპუტატი, ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. 

„როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი? მაგალითად, კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით, იმ ადამიანს რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, აუცილებლად გადაიხდიდა, გარეთ იქნებოდა და არ გადაიტანდა ამას სხვა იმეებში“- განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

ადგილზე შეკრებილები არიან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

✔️„გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“ - ნიკა მელია

✔️ერთიანი ოპოზიციური პარტიები აქციაზე საერთო განცხადებას აჟღერებენ