მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიმედოვნებთ, პარტიები მზად არიან გამოსავლის პოვნისთვის“ - აშშ-ის ელჩი ოპოზიციასთან შეხვედრაზე მივიდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე მივიდა. 

„უკიდურესად შეშფოთებული ვართ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ვიმედოვნებთ, ყველა პარტია მზად არის გამოსავლის პოვნისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრაზე იმყოფებიან.

მხარეები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და მმართველ გუნდთან მოლაპარაკების გაგრძელების საკითხზე იმსჯელებენ.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.