მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისაუბრეთ ოთხი ძირითადი საკითხის შესახებ“ - რა საკითხებზე იმსჯელა მმართველმა გუნდმა? - მდინარაძის განმარტება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.

მისი თქმით, მათგან პირველი იყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

„უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ხმოვანდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ემთხვევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ოფიციალურ პოზიციას და ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას, ანუ ჩვენ ისევ მზად ვართ რომ ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდაზე,“ - აცხადებს იგი.

მამუკა მდინარაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო თბილისში სამშენებლო ამნისტიას, საგამოძიებო კომისიას და ასევე საუბარი იყო საარჩევნო კანონმდებლობაზეც.

აგრეთვე იხილეთ:

მმართველი პარტია ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბება