მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიცე-პრემიერი: ჩვენ ვმოქმედებდით და დღესაც ვმოქმედებთ სწორად

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრიფინგი 2019

„არ შეგვეძლო დაგვეწესებინა მკაცრი შეზღუდვები და არ დაგვეშვა თუნდაც შიდა ტურიზმის განვითარება. ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რეგიონებისთვის ტურისტული სეზონის დაწყება. ამ პროცესში, ასევე ძალიან კარგად გახსოვთ, რამდენად დიდი ყურადღება ეთმობოდა წესების დაცვას. რამდენად მკაცრი რეგულაციები ჰქონდა თითოეულ ობიექტს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობას შეცდომები არც სექტემბერში დაუშვია.

„შემოდგომაზე მთელი მსოფლიო ელოდებოდა მეორე ტალღას და სექტემბერ-ოქტომბერში შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. ჩვენ, მაშინვე, როგორც კახეთში, მესტიასა და აჭარაში იმატა შემთხვევებმა, მივიღეთ ყველა საჭირო ზომა, რომელიც თითოეულ რეგიონში იყო საჭირო.

ჩვენ ვმოქმედებდით და დღემდე სწორად ვმოქმედებთ. სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესმა მოგვიტანა ის შედეგი, რომელსაც დღეს ვხედავთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ქვეყანაში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 92 215 და გარდაცვლილია 1051 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ცქიტიშვილი: ისეთი ტიპის შეზღუდვებს განვიხილავთ, რომელიც ყველა ქვეყანაშია

👉 გერმანიამ კორონავირუსზე ვაქცინაცია შესაძლოა დეკემბრიდან დაიწყოს

👉 3 128 ინფიცირება, 3 045 პირი გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში