მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებით, საქართველო კიდევ ერთხელ დამარცხდა სტრასბურგის სასამართლოში

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებით, საქართველო კიდევ ერთხელ დამარცხდა სტრასბურგის სასამართლოში”,- წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სისტემური დანაშაულის არსებობა:

„სამწუხაროდ, საქართველო კიდევ ერთხელ დამარცხდა სტრასბურგის სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის" დამსახურებით, ადამიანის სიცოცხლის უფლება იქნა დარღვეული, როგორც პროცედურულ, ასევე არსებით ნაწილში. სამწუხაროა, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სისტემური დანაშაულის არსებობა. 7 ნოემბრის, 6 და 26 მაისის დანაშაულებების ფონზე აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ დისკუსია 20-21 ივნისის მოვლენებზე“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლება შეილახა - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე 2 აპრილს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც მოსამართლეებმა საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები“ ერთხმად მიიღეს.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.

კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით: “ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს”.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაევალა მოკლული პატიმრების ოჯახების მიმართ, ჯამში, 80 800 ევროსა და ყველანაირი ხარჯის გადახდა.