პოლიტიკა

ვლადიმერ კონსტანტინიდი ესპანეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
14:29 24.09
დაკოპირებულია

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ონლაინ შეხვედრა გამართა ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში.

მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის სახელწმიფოსთან კორდინაციით გაწეული უდიდესი დახმარებისთვის.

მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები.

„შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პროგარმებსა და აქტივობებზე, რომლებსაც წლებია ახორციელებენ ესპანეთის მასშტაბით, ასევე COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც დღესაც უწევთ დიასპორულ ორგანიზაციებს. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს, ესპანეთში საქართველოს საელჩოსა და ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და დროული. მათ ასევე, აღნიშნეს, რომ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის განხორიცელება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უცხოეთში მყოფ თითოეულ თანამემამულეზე ზრუნვას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესაპნეთის სამეფოში ილია გიორგაძე და ბარსელონაში საქართველოს კონსული ქეთევან გოგოლაშვილი“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიასა და საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.





სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ლაჩინის დერეფანი ძირითადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ძირითად პრინციპებში წერია, რომ იხსნება არ...
23:37 19.10
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლ...
23:04 19.10
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებმა დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობ...
22:42 19.10
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომ...
22:33 19.10
კორონავირუსის დეზინფექცია COVID 19 - სამუშაო და საცხოვრებელი სივრცის დე...
სამუშაო ადგილზე COVID 19-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსოები, მათ გამოყენებამდე...
21:47 19.10
19:52 19.10
ცერცვაძე: შესაძლოა დადგეს მომენტი და საწ...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართ...
19:28 19.10
ცერცვაძე: ჩვენი ამოცანაა, კორონავირუსი გ...
კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ორი არ...
19:24 19.10
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგ...
აჭარაბეთი SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ ფინალისტებს შორ...