მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა ვაქცინის ერთობლივი წარმოების პერსპექტივა განიხილეს - რუსული მედია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ  ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ განიხილეს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

ასევე აქცენტი გაკეთდა ვაქცინების ერთობლივი წარმოების შესაძლო პერსპექტივებზე. შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე კონტაქტები გაგრძელდება ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა სპეციალიზირებულ სტრუქტურებს შორის.

ასევე განიხილეს უკრაინის შიდა შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი, პირველ რიგში, მინსკის "ღონისძიებათა პაკეტის" განხორციელებისა და "ნორმანდიის" სამიტების დროს მიღწეული შეთანხმებების კონტექსტში. აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.