მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: კანდიდატების შერჩევა საზოგადოების სხვადასხვა წრიდან მოხდება

ვოლსკი პარლამენტში

"გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. მე ვფიქრობ, რომ .ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება“ დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა მოხდება საზოგადოების სხვადასხვა წრიდან.

დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩატარებისთვის ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიის გავრცელების რისკები.

"ექიმები, მეცნიერები, საერთაშორისო ექსპერტები საკმაოდ არიან ჩვენს გუნდში და თუ განახლებაზეა საუბარი, რასაკვირველია ახალი სახეებიც იქნება. ხშირ შემთხვევაში, ძლიერი შეკრული გუნდის წარმოდგენა არჩევნების პერიოდში საზოგადოების წინაშე არის საგანგებო მნიშვნელობის და ჩვენც ფრთხილები ვიქნებით და საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ ამ გუნდს. არ შეიძლება გვქონდეს სრული პროგნოზი და არ ვიცით როგორი მდგომარეობა იქნება ოქტომბრისთვის, მაგრამ ექსპერტების შეფასებით იქნება ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გამოვიდეს და ხმა მისცეს. საარჩევნო პროცესისთვის იქნება საგანგებო რეგლამენტი, ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული. ჩვენ ვართ მზად არჩევნების ჩატარებისთვის, ისე, რომ გამოირიცხოს რისკები პანდემიის გავრცელების. და ეს მზადყოფნა არ გამოიხატება ემოციაში“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.