მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი ოპოზიციის განცხადებაზე: ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისთან 2019

"ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონავირუსის საშიშროება", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

მისი თქმით, ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ. მისივე თქმით, ისინი საქართველოში დესტრუქციული პროცესების განვითარებას ცდილობენ.

"რაც შეეხება ოპონენტების საქმიანობას, მათ პატარა, მცირე რეპეტიცია გაიარეს ზუგდიდში, თუმცა, რეაგირება მათ დაგეგმილ აქციაზე საკმაოდ უარყოფითი იყო და ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა და ვერც იმ შეკრებილი საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონავირუსის საშიშროება. ახლა კიდევ აპირებენ ასეთ აქციებს და მე შევაფასებდი ამას ძალიან მოკლედ, ამ ორი კომპონენტით ცდილობენ, რომ დესტრუქციული პროცესები განავითარონ საქართველოში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.