მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: პრემიერი კომპეტენტურია და სრულფასოვან ინფორმაციას მოგვაწვდის

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში

"ამას წინათ პარლამენტის ტრიბუნიდან მაჟორიტარებს დაგვაბრალეს, რომ რაღაც სიები შევადგინეთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის რომ ყოფილიყო დახმარებები და ეს უზნეობის ხაზი მგონია, რომ გაყვება 27 მაისის ამ მსჯელობას, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ ამ მოსალოდნელ არეულობაში, რომელსაც შეეცდებიან ჩვენი ოპონენტები ჩამოაყალიბონ, მაინც გავიგებთ და გვეცოდინება ყველაფერი“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ის ოპოზიციისგან პოლიტიკურ ინსინუაციებს და სპეკულაციებს ელის. ვოლსკი ამბობს, რომ მათი განცხადებები მთავრობის ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით არაა მართებული.

"ოპოზიცია ჩრდილში იყო გადასული, იმიტომ, რომ საკმაოდ წარმატებული იყო ეპიდემიის შემოტევის მოგერიების პროცესი, ახლა ნელ-ნელა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოიმატა, ჯანდაცვის სფეროში სალაპარაკო არ აქვთ და ექიმების ლანღვაზე გადავიდნენ. ეს პოლიტიკური ინსინუაციები და სპეკულაციების იქნება რასაკვირველია, მაგრამ ის, რასაც ისინი ამბობენ, არ არის მართებული. საკმაოდ ინტენსიურია დახმარებებიც და გაცილებით მეტი იქნება კიდევ. ამ თემასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი კომპეტენტურია როგორც ყოველთვის. ეს ეკონომიკური დახმარების გეგმა კარგი ცხოვრების გამო არ არის შედგენილი. უზარმაზარი პრობლემა დაატყდა თავს მსოფლიოს და საქართველოს. პრემიერი მოგვაწვდის სრულფასოვან ინფორმაციას. ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც პრემიერი წარმოადგენს და მთავრობამ უკვე წარმოგვიდგინა და ამ თემაზე იქნება საუბარი, ეს არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული და რაიმე სახალისო სიტუაციის საპასუხო ღონისძიებებები. მდგომარეობა არის რთული და ამ რთულ მდგომარეობაში ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ბიზნესის მიმართ შეღავათები არის მნიშვნელოვანი, ასევე სოციალური პროექტებია, რომელიც არ შეჩერდება", - აღნიშნა ვოლსკიმ "რუსთავი"-ის ეთერში.