მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოსლკი: შეხედეთ იმ ადამიანს, რომელიც დღეს c ჰეპატიტზე ან კორონავირუსზე ლაპარაკობს - პატიმრების ნახევარზე მეტი ციხეში დაავადებული იყო

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკოსები, რომლებიცი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს c ჰეპატიტით დაავადებულ პატიმრებს არ მკურნალობდნენ დღეს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში აკრიტიკებენ.

გიორგი ვოლსკი ე.წ. "ციხის ბუნტის" საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აც გამოეხმაურა და სტრასბურგის გადაწყვეტილებას საქართველოს ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი უწოდა.

"შეხედეთ იმ ადამიანების დამოკიდებულებას, რომელიც დღეს ლაპარაკობს თუნდაც c ჰეპატიტზე ან კორონავირუსის თემაზე. პატიმრების ნახევარზე მეტი c ჰეპატიტით იყო დაავადებული და არავინ ფიქრობდა ემკურნალა მათთვის. პირიქით, დაავადებები განზრახ გადასდეს მათ. აი, ეს არის იმ ადამიანების სახე, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ თურმე კორონავირუსის თემა გადაფარა სახალხო დამცველის განცხადებამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აი, ამ ფორმატში მინდა დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამ ეს უბედურება და სტრასბურგის გადაწყვეტილება, და დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი, სერიოზული, ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი. წინა ხელისუფლების პერიოდში უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვის გამართლება მოხდა, რამდენადაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაარწმუნეს, რომ თუ წესრიგი გინდა, მაშინ სიმკაცრეც უნდა გამოიჩინო. გახსოვთ ალბათ ბოლო პერიოდის პროპაგანდაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდებოდა?! აჭარელი ბიჭები დახოცეს ქუჩაში. ახალაიას გვარი ფიგურირებს ამ საქმეში და ძველი კანონით რომ გვემოქმედა, ალბათ ისეთი მცირე სასჯელით ვერ გადარჩებოდა ვერცერთი. შეკრებითობა იქნებოდა იმის გარანტია, რომ ათეულ წლებს გაატარებდნენ ციხეში. თავად ციხის თემის გადაფარვა მოხდა. რომ ციხე იმ ადამიანების ადგილსამყოფელია, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აზიანებს", - განაცხადა ვოლსკიმ.