მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგას და კონკრეტული წინადადებით მოვიდეს ოპოზიციასთან“ - გიორგი ვაშაძე

ვაშაძეს კომენტარი ელჩთან შეხვედრის შემდეგ

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება:

„ვფიქრობ, ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ დიალოგსა და შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის.“

ვაშაძის თქმით, ისინი უმრავლესობისგან ელოდებიან შეთავაზებას, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის ხელისუფლებასთან შეთანხმების მისაღწევად.

„სხვა შემთხვევაში ჩვენთვის ამ გადაწყვეტილებით არაფერი არ იცვლება.“ - განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას წაყენებული აქვს საკუთარი მოთხოვნები მოლაპარაკების კუთხით და ისინი ახალი ინიციატივით გამოსვლას არ გეგმავენ.

„ველოდებით ქართული ოცნებისგან წინადადებას.“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აგრეთვე იხილეთ:

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუნარჩუნა

„ჩვენ დღეს დავუპირისპირეთ საპარლამენტო პროცედურა ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო დემოკრატიას“ - მამუკა მდინარაძე

„ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ“-ალეკო ელისაშვილი