მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შევხვდეთ ერთმანეთს“ - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შედგეს შეხვედრა”, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა. 

„ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსათვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ ვეუბნებით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას.

მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და მიიღეს წევრები.

პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიერ მინისტრის პერიოდში, თქვენი კოლეგის ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიწვიოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევას და საქართველოს ინტერესებს იმოქმედებს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მოხალისე დეესკალაცია და გაერთიანებული ძალები, რათა შევადგინოთ პოლიტიკური დიალოგი.

მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით ერთმანეთს შეხვდნენ.

ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, ასევე, გაუსწოროს თვალი გამოწვევას და საქართველოს ინტერესების გამოყენებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ პოლიტიკური დიალოგისკენ. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდები. დადგა დრო, რომ მოლაპარაკება ფასილიტაციიდან გადავიდეს მედიაციაზე. პოლიტიკური დიალოგის დროა “, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“

👉 ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

👉 ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა