მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვწუხვართ, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა“- ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში Twitter-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„ძალიან ვწუხვართ, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებისას.

ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს წინსვლას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით პროგრესისკენ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხზე და დიალოგის გაგრძელებისკენ“ – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე:

☑️„მინდა მივმართო ქართველ ხალხს, სრულად ვიზიარებ თქვენს იმედგაცრუებას“ - კრისტიან დანიელსონი

☑️„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია“- არჩილ თალაკვაძე

☑️კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა