მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე: ამტკიცებს ეს კაცი, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს. არ გამოვრიცხავ, მეტიც გააკეთოს ან უკვე გაკეთებულიც აქვს და ჩვენ ჯერ არ ვიცით. ამტკიცებს ეს კაცი, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უსაქმურებს, აგური რომ აგურზე არ დაუდიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, კიდევ ჰყოფნიდათ თავხედობა, ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწოდებინათ, ჩრდილიდან გამოსულიყო.

„დღეს ცნობილი დესტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკური დაჯგუფებები, მათთან აფილირებული პირები თუ ორგანიზაციები დაკავებული არიან ფუჭი რიტორიკით და სინამდვილეში არაფერს აკეთებენ კორონავირუსთან საბრძოლველად. ამას მოწმობს თუნდაც მათი ქაღალდზე დაწერილი „აღმაშენებლური“ თუ სხვა ავანტიურული არარეალისტური გეგმებიც.

ამ უსაქმურებს, აგური რომ აგურზე არ დაუდიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, კიდევ ჰყოფნიდათ თავხედობა, ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწოდებინათ, ჩრდილიდან გამოსულიყო.

გამოვიდა ივანიშვილი ჩრდილიდან და თან როგორ - 100 მილიონი ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში და ეს არის საუკეთესო და ყველაზე ქმედითი პასუხი ოპონენტებს. არ გამოვრიცხავ, რომ მეტიც გააკეთოს ან უკვე გაკეთებულიც აქვს და ჩვენ ჯერ არ ვიცით.

ამტკიცებს ეს კაცი, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ქველმოქმედება მისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.