მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ უდუმაშვილი: ახლა ხელისუფლებისგან ველოდებით გარკვეულ წინადადებებს

ზაალ უდუმაშვილი

„ჩვენ პარლამენტში არ ვაპირებთ შესვლას. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოუწოდებთ, რომ არ შევიდნენ პარლამენტში.

„ბუნებრივია, არცერთი ჩვენი მეგობარი და საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოგიწოდებს, რომ არ შეხვიდე პარლამენტში. ეს არის დიპლომატების მოვალეობა და ვალდებულება.

ორივე მხარეს აკისრია პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვნახეთ ვერცერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ მზად არიან არსებული პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ“, - დასძინა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებისგან ელოდებიან გარკვეულ წინადადებებს.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 გია ვოლსკი: ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს პირდაპირ მავნებლური პოზიციაა

📌 ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული მანდატები