მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ უდუმაშვილი: ოთხი თვის შემდეგ, არანაირი აზრი არა აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნას

ენმ-ის წევრი

„ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ვხედავთ, რომ როდესაც ვითხოვდით, გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო, ეს ხდებოდა უშუალოდ არჩევნების შემდეგ, დაიწერა ასეულობით საჩივარი და ათეულობით სარჩელი შევიდა სასამართლოში, არც ერთი ჩვენი საჩივარი, არც ერთი სარჩელი დაკმაყოფილებული არ იქნა.“ -  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა სატელევიზიო ეთერში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არჩევნების შემდეგ დრო იყო, რომ ჩვენ რეალურად, გამოგვეკვლია, თუ რა მოხდა არჩევნების ღამეს. ახლა, როდესაც ოთხი თვე გავიდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გადაათეთრა, არანაირი აზრი არა აქვს უბნების გახსნას.“

ზაალ უდუმაშვილის აზრით ახლა არანაირი აზრი აღარ აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნას და არც მის პარტიას აქვს საგამოძიებო კომისიის ნდობა.

„ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და ბუნებრივია, ვერ მივიღებთ ვერანაირ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას. არც ისე მეორეხარისხოვანი, ეს არის ნდობის საკითხი, ჩვენ არანაირად არ ვენდობით „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც საკუთარი ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს. თუ ალეკო ელისაშვილის განცხადებით ვიმსჯელებთ, არც ის იქნება ამ საგამოძიებო კომისიაში წარმოდგენილი, ასე რომ, ახლა „ქართული ოცნება“ დაჯდეს და ითვალოს, რამდენიც უნდა საკუთარი ჩასწორებული ოქმები“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

იხილეთ აგრეთვე:

📌„ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს 3 ოპოზიციური პარტია“- ალეკო ელისაშვილი

📌„შემოდით პარლამენტში და ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმაზე“ - ლევან იოსელიანი ოპოზიციას

📌რაზე მოაწერეს ხელი „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ - შეთანხმების დოკუმენტი