დავით ზალკალიანი "ტვიტერზე" თბილისის ანძის აშშ-ის დროშის ფერებში განათებას ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნულით საქართველომ თავისი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერი პარტნიორები არიან და ამ რთულ დროში ერთად დგომით ეს პარტნიორობა კიდევ გაძლიერდება“ - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.