მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

„ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისა და შეხვედრაზე განხილული საკითხების კომენტირებისას განაცხადა. 

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის სურვილია, ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია იყოს.

ზალკალიანის თქმით, პომპეოსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხს.

„ბუნებრივია ჩვენ შევეხეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თემას. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები უაღრესად დაინტერესებულია, რომ პროცესები გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში. აუცილებელია, რომ ყველაფერი დარჩეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და კონსტიტუციურ ფარგლებში.

ჩვენი მხრიდან მზაობაა, ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ქვეყანაში სტაბილურობით, რომ პროცესები პოლიტიკური მიმართულებით წავიდეს და არავითარ შემთხვევაში არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. სწორედ ამ კუთხით იყო საუბარი. ჩვენ გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების დახვეწის თვალსაზრისით, მართლმსაჯულების კუთხით, სადაც აშშ ჩვენი მხარდამჭერია და ჩართულია ამ პროცესში“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პომპეოს მხრიდან შიდა პოლიტიკურ პროცესებში რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა.

„მისი მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა, ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხია, ის არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველას საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში.

რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგანაც მხოლოდ სტაბილურ ქვეყანას შეუძლია გამოწვევებს გაუმკლავდეს“, - დასძინა დავით ზალკალიანმა.

ინფორმაციისთვის, 17 ნოემბერს საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვია. მაიკ პომპეომ შეხვედრა გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, მთავრობის მეთაურთან. პომპეო, ასევე, შეხვდა პატრიარქს ილია მეორეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პატრიარქის და მაიკ პომპეოს შეხვედრის კადრები (ვიდეო)

🔴 სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის კადრები (ვიდეო)