მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: მისასალმებელია, რომ ხვალ ჩვენს მოსწავლეებს სახლში დავაბრუნებთ

დავით ზალკალიანი ბრიფინგზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, 10 დღის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მისი დავალებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა აშშ-დან ქართველი მოსწავლეების სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნების საკითხზე.

„მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და პირადად ელჩის მიმართ“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, მგზავრობის პირველი ნაწილის ანაზღაურებას მთლიანად აშშ-ს მთავრობა განახორციელების, ხოლო დოჰა-თბილისის მიმართულებით ფრენას საქართველოს პრემიერ -მინისტრი და საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს.

„ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომობის კიდევ ერთი დასტური იქნება, რომელიც ამ მძიმე, კრიზისულ სიტუაციაში კიდევ უფრო თვალნათელი გახდა“ - აღნიშნა ზალკალიანმა.