მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: რუსეთისგან ცილისმწამებლური და პარადოქსული ბრალდება მივიღეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

"მაშინ როცა მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის ფედერაციისგან ცილისმწამებლური და პარადოქსული განცხადება მივიღეთ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშრებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ფასდაუდებელია ის, როლი, რომელსაც ლუგარის ცენტრი საქართველოში ასრულებს.

"არაერთხელ განვაცხადეთ და არ დავიღლებით ამის თქმით, რომ ლუგარის ლაბორატორია არის ის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელმაც ფასდაუდებელი როლი შეასრულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ფასდაუდებელია ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს. ის არის არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი, არამედ ის არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი. ჩვენ განცხადება გავავრცელეთ რუსეთის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, კიდევ ერთხელ მზად ვართ, რომ ისინი დავპატიჟოთ კიდევ ერთი ახალი წვრთნები ჩავატაროთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. რაც შეეხება ორმხივად, ვამბობთ, რომ ორმხრივად ეს არ განხორციელდება. არანაირი ვალდებულება ამ კონვენციის ფარგლებში ორმხრივად მათი მოწვევის შესახებ არ გვაქვს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, მოსკოვი თბილისისგან ლუგარის ლაბორატორიაზე წვდომას ითხოვს