მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მომზადებული დახმარების პაკეტი კრიზის დაძლევაში დაგვეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და ევროპელ პარტნიორებს საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილი ღია წერილისთვის მადლობას უხდის.

"მადლობას გიხდით ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისა და ფინანსური დახმარების პაკეტის მომზადებისთვის, რომელმაც კრიზისზე ეფექტიანი რეაგირება უნდა უზრუნველყოს. არ შეიძლება არ გეამაყებოდეს იმ ღია წერილის პათოსით, რომელიც არის ჩვენი მთავარი დონორი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული", - წერს დავით ზალკალიანი

მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის მწყობრი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის და განხორცილებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა.

მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა დიდწილად, რომ საქართველო ყველაზე უფრო მომზადებული შეხვდა პანდემიას, ხოლო ის მეთოდები და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა ყველა მთავარი პარტნიორის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.

"ბუნებრივია ეს შეფასებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს სოლიდარობა და დახმარება, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება, იქნება საგნობრივი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგების მომტანი და დაგვეხმარება, ყველა პარტნიორთან ერთად, პრობლემის დაძლევაში, და ამ კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლერებული გამოვალთ", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, წერილის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ ნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი ღია წერილი პანდემიის შედეგად მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზის დაძლევის გზებს შეეხება და მას ხელს აწერენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და დიპლომატები.