მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: საქართველოსა და კანადას შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ მრავალი წელი იარსებებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის ხელისუფლებასა და ხალხს კანადის დღე მიულოცა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება“,- წერს ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კანადელი კოლეგა ფრანსუა-ფილიპ შამპანი გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს და აღნიშნა, რომ კანადა უაღრესად აფასებს ქართველი ხალხის სახელით გამოთქმულ კეთილ სურვილებს.​