პოლიტიკა

ზალკალიანი საზღვრის გახსნაზე: თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდება, ამ გადაწყვეტილების მძევალი არ გავხდებით

საგარეო საქმეთა მინისტრი
18:15 08.07
დაკოპირებულია

„თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მძევალი არ გავხდებით. ევროკავშირის კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი არის რეკომენდაციული ხასიათის და არა სავალდებულოდ შესასრულებებლი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყნები ორ კვირაში ერთხელ გადახედავენ სიტუაციას და ახალ გადაწყვეტილებებს იმის შესაბამისად მიიღებენ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს მიერ ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან საზღვრის გახსნის შესახებ.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ კი ეპიდსიტუაცია ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაუმჯობესდება, ქვეყნების სია გაიზრდება.

„ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც. საზღვარგარეთიდან შემოსვლის მსურველები შეავსებენ სპეციალურ კითხვარს, რომელიც stopcov.ge-ზე განთავსდება. ისინი უპასუხებენ შემდეგ კითხვებს, თუ სად აპირებენ საქართველოში გაჩერებას და რა პერიოდით, ასევე მიუთითებენ მათ მონაცემებს, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მათთან დაკავშირება 112-მა ადვილად შეძლოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საზღვრები იხსნება შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, კორ...
10:44
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყ...
10:37
ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე გიდი ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე იქნება. ამის შესახებ ინ...
10:24
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკ...
10:10
რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. „ქართული ოცნება“ - საქართველოს ხელისუფლება, ქ...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
22:29 07.08
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტრ...
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით...
უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყა...
„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყან...
ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდე...
საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინ...