მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: უაღრესად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება

საგარეო მინისტრი

„საქართველოსთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის და დიპლომატიისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება, ჩვენს ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე თანაცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების ტრანზიტის თაობაზე.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული და სამოქალაქო დანიშნულების ტვირთი გატარდება, რაც შეეხება სამხედრო ტვირთს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მკაფიო პოზიცია აქვს და კრძალავს სამხედრო ტვირთის გატარებას როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ თემებზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა,რომ გარკვეული პირები ამ სპეკულაციებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ,რაც დაუშვებელია.

„ბევრი თემაა,რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება იყენებდა საკუთარი პოზოციების გასამყარებლად,რათა დიდხანს ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში.იგივე ოკუპანტ ქვეყანასთან მათი დამოკიდებულება- დღეს რომ გადახედოთ,რამდენი ინფრასტრუქტურული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი არის რუსეთის ხელში:ენერგოპროექტები,კავშირგაბმულობის საშუალებები. ვინ შემოიყვანა ისინი საქართველოში?- მაშინდელმა ხელისუფლებამ.როდესაც ტერიტორიის ოკუპაციაზეა საუბარი და ჩვენ გვდებენ ბრალს ბორდერიზაციაზე,ეს სასაცილოა,მაშინ როდესაც დააკანონეს,მაშინდელი პარლამენტის რეზოლუციით, ე.წ ოსეთის ავტონომია და შემოუსაზღვრეს საზღვრები. ეხლა კი ჩვენ გვდებენ ბრალს ბორდერიზაციაში.ეს პროცესი არის შედეგი ოკუპაციის,ბორდერიცაზია დაიწყო 2009 წლის შემდეგ და დღემდე გრძელდება“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.