მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: Wizz Air არის და იქნება საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2020

Wizz Air არსად გადის, ის არის და იქნება საქართველოში“, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ წარმატებით ვითარდება უნგრეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები.

„ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხზე, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და ჩვენ არ გვაქვს ღია პრობლემური საკითხები ორმხრივ ურთიერთობებში. წარმატებით ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია. ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს და ვიხილოთ მეტი უნგრული კომპანიები საქართველოში. ჩვენთან არის ვიზეარი, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნგრული კომპანია საქართველოში, ის აგრძელებს საქართველოში ყოფნას, ის არის და იქნება საქართველოში და ის გააგრძელებს ამ კავშირების გაღრმავებას. მნიშვნელოვანია, ასევე, უნგრული კომპანიების მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ჩვენ ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.