პოლიტიკა

ზაზა ნანობაშვილი: ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, ევროკომისიის წევრი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ

ზაზა ნანობაშვილი
1594557556
დაკოპირებულია

ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, ევროკომისიის წევრი ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილმა გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ განაცხადა.

COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სამთავრობო სტრუქტურებმა შესაბამისი საქონელისა და მომსახურების შესყიდვა 1-ლი მარტიდან დაიწყეს. ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა ყველაზე მთავარს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანრთელობას, შესყიდვების ოპერატიულ განხორციელებას უმრავლეს შემთხვევაში კრიტიკული მნიშვნელობაც კი ქონდა.

გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული შესყიდვების თემით დაინტერესდა და გაარკვია, რომ შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 94 562 594 ლარი შეადგინა. შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი ასეთია: პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეცილური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება და სხვა.

ზაზა ნანობაშვილის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება გამარტივებული შესყიდვის შესახებ საჯარო იყო. მიუხედავად ამისა, არცერთ დაინტერესებულ პირს, ამ შესყიდვების დროს რაიმე ტიპის შენიშვნა, მოსაზრება და პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„საქართველო არ არის გამონაკლისი, რომელმაც პანდემიასთან საბრძოლველად გამარტივებული შესყიდვები განახორციელა. ზოგადად, შესყიდვების ეს ფორმა ქართული „ნოუ-ჰაუ“ არ არის. ის აპრობირებულია მსოფლიო პრაქტიკაში. უფრო მეტიც: პანდემიის გავრცელების საწყის ფაზაშივე, ევროკომისიამ გამოსცა სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოებს კონსერვატორული შესყიდვებისგან თავშეკავების პირდაპირი რეკომენდაცია გასცა. რაც ნიშანავს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციით, ვითარების არაორდინალურობიდან გამომდინარე, მთავრობებს შეუძლით საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით ჩაატარონ“,- აცხადებს ნანობაშვილი.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით უზრუნველყო, რომ თითოეული ეს შესყიდვა ყოფილიყო მიზნობრივი და აუცილებელ საჭიროებაზე ორიენტირებული.

ცნობისთვის, 2020 წლის 1-ლი მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად, სხვადასხვა უწყებიდან და ორგანიზაციიდან შევიდა 1 646 მიმართვა, საიდანაც თანხმობა გაიცა 1 477 -ზე.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.