მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟოზეფ ბორელი: ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები

ჟოზეფ ბორელი

„ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, - ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტის კითხვას, რომ როდესაც საქართველოში, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზად მიიჩნევს, რამდენად ეფექტური გამოსავალი იქნება ეს. 

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ჟოზეფ ბორელი: პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში