პოლიტიკა

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს - დავით ჩიხელიძე

ქუთაისის უნივერსიტეტი
1614514089
დაკოპირებულია

„ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი” - ნოდარ  მელაძის გუშინდელმა სიუჟეტმა აღნიშნული ფრაზის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. როგორც ყველა სფეროში, ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც  ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ისაუბრეს.

ჩიხელიძემ ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გუშინდელ სიუჟეტს ფსკერი უწოდა:

„ნოდარ მელაძის დამფრთიანებელ გვარამიას, უყვარს სიტყვა ფსკერის თქმა, გუშინდელი გადაცემა ნამდვილად იყო ჟურნალისტიკის ფსკერი, ჟურნალისტური ყველა სტანდარტის ფეხქვეშ გათელვა. სამწუხაროდ მისგან ჩვეული ვართ სიუჟეტებს, რომლებიც მოკლებულია რეალობას და გადაცემაში ვარაუდის დონეზე მოთხრობილი ამბავი მტკიცებითი ფორმით არის წარმოჩენილი.

როგორც ჩანს ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნამ ოპოზიციის დიდი ნაწილი შოკში ჩააგდო, რისი გამოძახილიც ოპოზიციასთან დაახლოებულ ტელევიზიების მიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევაა. შიშს ფართო თვალები აქვს, სწორედ შიში გაიძულებს წარმოიდგინო ის, რაც რეალობაში არ არსებობს, შექმნა გამოგონილი სიუჟეტი და საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მაყურებელს ტყუილების კორიანტელი აჩვენო....

თუ ტვ პირველს და ნოდარ მელაძეს ნამდვილად სურთ რუსულ კავშირებზე და რუსულ ბიზნესზე სიუჟეტის გაკეთება, გააკეთონ სიუჟეტი, იმ სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რომელიც სააკაშვილის დროს რუსულ კომპანიებს გადაეცათ, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

1619172067

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

1619171823

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619171765

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

1619171191
სინოფარმის ვაქცინა

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები...

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

1619170862
ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ე...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული...

რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

მეგი ბაქრაძის ადვოკატი: გამოძიება რაღაც...

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის უფლებადამცველები საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ - მათი თქმით, სამართალდაცველებმა აფთიაქები შეამოწმეს და ფარმაცევტების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს.