მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზოგს პარტიებთან ერთად დადგომა არ უნდა, ზოგს სცივა, ზოგი საქეიფოდ არის“ - ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადამიანების არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.

ჯაფარიძის თქმით, დაწესებული შეზღუდვებით ბევრად უფრო მეტი ადამიანია გამწარებული, ვიდრე აქციაზე ჩანს.

„დღეს საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ გაიგონ ამ ქვეყანაში არის გაბრაზებული ხალხი. რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და შეზღუდვები მოხსნას.

აქ გაცილებით ბევრად უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს. ამ შეზღუდვების გამო ბევრად უფრო მეტი ადამიანია გამწარებული. ან ფიზიკურად ვერ ახერხებენ მოსვლას, ან რაღაც ხდება.

ზოგს პარტიებთან ერთად დადგომა არ უნდა, ზოგს ცივა, ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ. ბევრად უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოდიოდეს, თუ მართლა გულწრფელად გვინდა, რომ ხელისუფლებამ ეს შეზღუდვები მოხსნას. თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ეს დაარტყამს ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის წინ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.