მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მერიის პოლიტიკური გუნდი ხელფასის მესამედს StopCoV ფონდში გადარიცხავს

ზუგდიდის მერი ბრიფინგზე

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, მერიის პოლიტიკური გუნდი ხელფასის მესამედს კორონავირუსით დაზარალებულთა და ვირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს ბრიფინგზე უთხრა.

გიორგი შენგელიას განცხადებით, ამით მერია მმართველი გუნდის ინიციატივას ეხმიანება და კორონავირუსთან საბრძოლველად წვლილი ამ ფორმითაც შეაქვს.

რაც შეეხება კორონავურუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას, ზუგდიდში ორი დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. კარანტინში - 58, თვითოზოლაციაში კი 60-მდე ადამიანია. კომენდანტის საათის ფარგლებში, რეგიონში წუხელ 26 ადამიანი დაჯარიმდა.