მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს

პარტია გირჩის ლიდერი

პოლიტიკური პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაგუნდელის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აწარმოებდა.

ჯაფარიძის თქმით, არანაირი მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასთან“ არ ჰქონია.

საერთოდ, „ოცნებასთან" კომუნიკაცია არ მქონია ბევრი წელია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა მე მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ მინისტრთან, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ "გირჩი" ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის ფასილიტატორების დახმარებით შეხვედრის მეოთხე რაუნდი თვენახევრის წინ გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ სერიოზულ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ.

ამ დრომდე გაურკვეველია როდის გაიმართება მხარეებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „არის პარტიები, რომლებსაც შეთანხმება უნდა და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდათ“ - იაგო ხვიჩია