პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანები მიხვდებიან, რომ ამქვეყნად თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია

პარტია გირჩის ლიდერი 2020
1606836549
დაკოპირებულია

„არ არსებობს არანაირი ჰიპოთეტური საფრთხე, რის გამოც რომელიმე მთავრობას შეუძლია მითხრას, რომ უნდა დავრჩე სახლში და მიმშილით მოვკვდე ან მოვკლა ჩემი შვილები. ეგეთი ძალა ჩემთვის არ არსებობს, ამიტომ არ ვემორჩილებით ამ რეგულაციებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

რეგულაციების სიმკაცრეზე საუბრისას მან „რეფორმერი ფიტნესის“ მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ იქ დასაქმებული ადამიანებისთვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

„ჩემი პასუხისმგებლობის საკითხია, მივდივარ სავარჯიშოდ თუ არა. ასევე ისიც, სადმე მივდივარ სამუშაოდ თუ არა და სხვების პასუხისმგებლობაა ჩემთან ექნებათ შეხება თუ არა. ამას ვწყვეტთ ჩვენ. თუ მის შვილებს შია, ადამიანი წავა და იმუშავებს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მის შვილებს არ შიოდეთ.

ადამიანები მიხვდებიან, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერი არსებობს და არ შეიძლება მონა იყო, არც ერთი მთავრობის. რის გამო დაგამონებენ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმის გამო, რომ პანდემიის საფრთხეა, თუ რუსეთია საფრთხე ან სხვა რაღაც დიადი მიზნები არსებობს, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ან ხარ მონა, ან არ ხარ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, ბათუმში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფიტნეს კლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად იქირავა.

👉 შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მოვითხოვე ჩემს ბინაში შემიშვან “ - პოლიციაში ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა

👉 სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულად დახმარებას არ ვიღებთ - „რეფორმერ ფიტნესი“ საქმიანობას არ წყვეტს

👉 ზურაბ ჯაფარიძე: ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

1614277833

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.

1614277175

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.

1614276517

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.

1614275899
ქართული ოცნების ოფისი

მმართველი პარტია ამ წუთებში „ქართული ოცნების“...

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სააპელაციო სასამართლოს განცხადება ნიკა მ...

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ალიევი: სომხები წურბელებივით ჩვენი მიწის...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.