მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების"- ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა,  რომ აუცილებელია დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და ქვეყნის გახსნა.

„მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი. ოპოზიციის ამოცანაა, ამ ადამიანებს დაანახონ გზა, როგორ შეიძლება მიაღწიო შედეგს. პირველი შედეგი არის ქვეყნის გახსნა.

როდესაც ეს მოხდება ამის შემდეგ შეიძლება საუბარი სხვა რაღაცებზე. ეს ცხოვრება არ არის ესაა მონური ყოფა. ხვალ კანცელარიასთან, 14:00 საათზე არის დაგეგმილი აქცია. ესაა ერთადერთი ენა რომელიც ესმის ხელისუფლებას. თუ ხვალ არ გამოვა, ორი დღის მერე გამოვა. სხვებიც გაიღვიძებენ და საბოლოო ჯამში მოვიგებთ.“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ხვალ 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილია აქცია, სადაც არსებული შეზღუდვების გაპროტესტება იგეგმება.