მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: ამ პარლამენტს არაფერი ეშველება

პარტია გირჩის ლიდერი 2020

ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ოპოზიციას საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ, თუ შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნებში ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს პლებისციტის შინაარსის იქნება და ამ შემთხვევაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2022 წელში დაინიშნება. 

ოპოზიციამ ეს წინადადება დაიწუნა, მოლაპარაკების აქტიური მონაწილე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რას ეყრდნობა ინიციატორების ოპტიმიზმი და აცხადებს, რომ ამ პარლამენტს არაფერი ეშველება.

"ქართული ოცნება არჩევნებს სრულად პროპორციულ და ბარიერის გარეშე არ თანხმდებოდა არც საპარლამენტო შემთხვევაში და არც ადგილობრივის შემთხვევაში. გარდა ამისა, იყო კიდევ სხვა პუნქტები, რომლებზეც ასევე მათი მხრიდან არ იყო თანხმობა და არც განიხილებოდა - მაგალითად პოლიტპატიმრები.

ამიტომ საუბარი, იმაზე, რომ ეს დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ოპოზიცია ამაზე უნდა დათანხმდეს, ასეთი რამ არ ყოფილა. ალეკო არ დათანხმებულა იმას, რომ სრულად პროპორციული ყოფილიყო თუნდაც დედაქალაქში ადგილობრივი არჩევნები.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„იდეაში, ჩვენი წინადადებაა, „მოდით დავლაგდეთ ახლიდან“ - ვახო მეგრელიშვილი

✔️ალეკო ელისაშვილი პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას შეხვდება

✔️ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს