მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას

ჯაფარიძე მოლაპარაკების შესახებ საუბრობს

„პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმატიცაა.

„გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა ცნოო და მართალი იქნება.

ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და ოცნების ეულად დატოვებას.

მათ შორის, არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას.

პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა.

მესმის რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისაგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პოლიტიკის კეთება“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

აგრეთვე მისი თქმით, მათ ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ „გაისროლეს“.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ზურაბ ჯაფარიძე: არ ვიცი რა გამოვა, არ მინდა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა