მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: რიკერისგან იყო შემოთავაზება, რომ ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით გავაგრძელოთ

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი

„ჩვენი მიზანი იყო მას მოესმინა, როგორ აფასებს ოპოზიცია ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე რა ხედვა გვაქვს და როგორია ჩვენი სამოქმედო გეგმები.

მისგან იყო შემოთავაზება, რომ ხომ არ ჯობია რომ ბრძოლის გაგრძელება ინსტიტუტების გამოყენებით ვცადოთ, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტები არ არსებობს და ის, რაც შესაძლოა მუშაობდეს სხვა ქვეყანაში, მაგალითად სასამართლო ან საარჩევნო კომისია, ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ რიკერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რიკერთან განხილული იყო მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი და ითქვა, რომ ოპოზიცია მესამე რაუნდის მოლოდინშია.

„ველოდებით მესამე რაუნდს, სადაც ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მესამე რაუნდი. ოპოზიცია ერთიანი იყო დღეს, როგორც აქამდე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, პარლამენტში შესვლას კვლავ არც ერთი პარტია აპირებს და შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრაზე შედგეს.

„გამოსავალი შესაძლოა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება მოლაპარაკებისას, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით იმართება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

👉 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

👉 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პროტოკოლში ოპოზიციასთან შეხვედრა გათვალისწინებული არ იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბადრი ჯაფარიძე: პომპეოს მოადგილესთან შეხვედრა შეეხებოდა არჩევნებს და ოპოზიციის გეგმას

👉 ინაშვილი: პომპეოს მოადგილესთან ვთქვი, აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები