მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: შევეცდები, რომ თვითონ, თავისი ნებით დააყენონ ჩემი მანდატის გაუქმების საკითხი

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Pia.ge

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, სადაც მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერებაზე.

„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სულელურია. აუცილებლად გავასაჩივრებ, ამავდროულად შევეცდები, რომ თვითონ, თავისი ნებით დააყენონ ჩემი მანდატის გაუქმების საკითხი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თვითონ დააყენონ საკითხი, ჯაფარიძეს გაუუქმდეს მანდატი.

მე არ ვაპირებ იქ შესვლას და არ ვიცი რამდენად არსებობს ეს პროცედურა. არამგონია, ეგ სერიოზული იყოს.

მაშინაც კი პოზიცია იყო ასეთი, რომ ისინი არ ენდობიან „ქართულ ოცნებას“, არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ მართლა შემსრულებელია, თუნდაც დასთანხმდეს იმ მოთხოვნებზე. ერთადერთი ბერკეტი არის ბოიკოტი ოპოზიციის ხელში და ისინი ფიქრობდნენ, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნებოდა პარლამენტში არ შევიდოდნენ. ამაზე საჯაროდ აქვთ გაკეთებული განცხადება, მე რატომ უნდა დავასახელო პარტიები“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საგაზაფულო სესიის სხდომა გაიხსნა. პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️„593 58 40 52 ეს არის ჩემი ნომერი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ როგორც დეპუტატი“ - ელისაშვილი

✔️ „თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“ - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

✔️დიმიტრი ხუნდაძე: ელისაშვილს გავლენა შემოჰყვა, ოპოზიციის იმ მაგიდისგან, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა