მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე აირჩია

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნობის კანდიდატი

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესია მადრიდში გაიმართა. ახლადშერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.

მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ასევე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნობის კანდიდატმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.